LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინ ვუყურებდი ერთ-ერთ მთავარ ანტიგმირს, სააკაშვილს, რომელიც ისევ ომზე საუბრობდა, ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე: ღარიბაშვილი

54
1

“წარმოიდგინეთ, მეგობრებო, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს მოსახლეობას ველაპარაკოთ მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე, ომებზე. აი ეს სამარცხვინო სიტუაცია აღარ განმეორდება ჩვენს ქვეყანაში.” – ამ განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საკაშვილის განცხადებებს, რიომელიც მან ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გააკეთა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მარნეულში, “ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი უწოდა და თქვა, რომ ის ისევ ომზე საუბრობდა, ჟურნალისტი კი წინასწარ შეთანხმებულ კითხვას უსვამდა.

პრემიერ-მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ მმართველი ძალა არის ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და ის მიდის წინ, ავითარებს ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებს და ემსახურება საკუთარ ხალხს:

“გუშინ ვუყურებდი ერთ-ერთ მთავარ ანტიგმირს, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც თავის ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გამოდიოდა და ისევ საუბრობდა ომზე. ჟურნალისტი რა თქმა უნდა, ეკითხებოდა წინასწარ შეთანხმებულ კითხვას, ომი რომ იყოს დღეს, რა მოხდებოდაო. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს მოსახლეობას ველაპარაკოთ მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე, ომებზე. აი ეს სამარცხვინო სიტუაცია აღარ განმეორდება ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ კარგად ვიცით, ხალხი ბრძენია, ხალხმა გადაწყვიტა ის, რომ ეს მჩაგვრელი, მართლაც ანტისახელმწიფოებრივი ძალა ჩამოაშორა ჩვენს ქვეყანას 8 წლის წინ და დამყარდა მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ვართ მართლაც ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და მთავრობა. შეცდომები განა არ მოგვდის, მოგვდის შეცდომები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის შეცდომები. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა. მმართველი არ არის გამონაკლისი და გამორჩეული ადამიანი. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ყველას მოსდის შეცდომაც, ხარვეზები, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ვასწორებთ.

რაც მთავარია, ჩვენ მივდივართ წინ, ვავითარებთ ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებს, ვემსახურებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს.” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g