LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინდელი ღამიდან არ გაჩერებულა ტელეფონი. ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხდა ჩემზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციით“ – ზურა ხაჩიძე

182
ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე მის შესახებ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გუშინდელი ღამიდან არ გაჩერებულა ტელეფონი. ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხდა ჩემზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციით. მადლობა ღმერთს, კარგად ვარ და მტრის ჯინაზე კარგად ვიქნები. უბრალოდ ვერ ვხდები, ესეთი რამე რატო უნდა მოგინდეს ადამიანს, ან ვის ტვინში იხარშება მსგავსი სიბოროტე.🤷‍♂️
მადლობა ყველას სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის.“ – განმარტავს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ზურა ხაჩიძე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები