LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინდელი კონტრაქციის დროს დაკავებულთა ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა

68

რუსთაველის გამზირზე გუშინდელი კონტრაქციის დროს დაკავებულთა ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანობაში, კონტრაქციის 19 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათი ნაწილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

შსს-ს ცნობით, გუშინდელი კონტრაქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლოს მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

როდის იმსჯელებს სასამართლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეზე, კონკრეტული თარიღი უცნობია.

შეგახსენებთ, აქციები თბილისში, პარლამენტის წინ 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო. გუშინ კი, რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, კონტრაქცია გაიმართა. ვითარება რუსთაველის გამზირზე რამდენჯერმე დაიძაბა. უსაფრთხოებისა და ორი აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მობილიზებული იყო პოლიცია და შესაბამისი სპეცტექნიკა. აქცია გვიან ღამით, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ დაიშალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g