ნინი შერმადინი, რომელმაც 21 ნოემბერს კონცერტი გამართა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
ნინი საზოგადოებას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„გიორგობას გილოცავთ ქრისტიანებო! წმინდა გიორგის მადლი და ძალა გვფარავდეს ამინ!
მოდით დავიწყებ მადლობით!
მადლობა ამდენი ტაშისთვის და იმ ყვავილების ოკეანესთვის, რომელმაც გუშინ ყველაზე მეტად გამაბედნიერა.
თქვენი სიყვარული და სითბო ძალას მაძლევს, წინსვლის, შემოქმედებისა და მოტივაციისთვის.
დიდი მადლობა ემიგრანტებო!
თქვენ ჩემთვის მხოლოდ მაყურებელი არ ხართ,
თქვენ ჩემი ოჯახი ხართ.
ოჯახი, რომელიც მაჭერს მხარს, მიტოვებს ძალას და მაძლევს ყველაზე დიდ სტიმულს, არ შევჩერდე.❤
უკვე საათებია ვცდილობ ემოციებს თავი მოვუყარო და გადმოგცეთ ის, რაც გუშინ განვიცადე…
25 წლის განმავლობაში რაც ვაკეთე, რასაც ვაშენებდი, რასაც ვატარებდი — გუშინ თქვენს წინაშე იდგა ნამდვილი მე…
გულწრფელი, მართალი, ყოველგვარი ნიღბის გარეშე.
გუშინდელი საღამო ჩემთვის უბრალო კონცერტი არ ყოფილა, ეს იყო ჩემი გზა, ჩემი ისტორია, ჩემი მუსიკა და ჩემი სულის ამოძახილი…
ზღვა ემოცია, ზღვა სიყვარული და დაუვიწყარი მომენტი, რომელსაც მთელი ცხოვრება შევინახავ.
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ეს ღამე ჩემთან ერთად გაიზიარა, ვინც ხელი მომკიდა, მომისმინა და გულით დამიდგა გვერდით.
მადლობა სპონსორებს, მხარდაჭერისთვის და იმ სითბოსთვის, რომელმაც ეს საღამო კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა!
გენერალური სპონსორი – რესტორნების ქსელი უბანი ნიუ იორკი- UBANI ❤
Eden Development Eden Development • ედენ დეველოპმენტი
ჩემი უძვირფასესი Diana Bagrationi Foundation Diana Bagrationi ❤
X Factory X Factory ❤
Daffodil Home Care
ასევე უღრმესი მადლობა Sofio Asatiani და ბატონ Ucha Khuberishvili
მადლობა ჩემს სტუდენტებს, ნიკოლს და თემუკას რომლებმაც ასე გამილამაზეს საღამო. მადლობა ჩემს უძვირფასეს მეგობარს ლევანს, რომელიც ირლანდიიდან სპეციალურად ჩამოფრინდა, რომ გვერდით დამდგომოდა. LEVAN
განსაკუთრებული მადლობა ჩემს უნიჭიერეს მეგობრებს, გენიალურ მუსიკოსებს, თქვენს გარეშე არაფერი გამომივიდოდა! ძალიან მიყვარხართ! ირაკლი შარაძე Nodar Sinauridze Soso Gelovani Gia Peikrishvili Lasha Gaikharashvili ❤
მადლობა Luka Keratishvili და Misho Kandareli Misho’sStudio უანგარო მეგობრობისთვის!
მადლობა ორგანიზატორებს, ჩემს მეგობრებს და საოცარ ადამიანებს Natia Papaskiri Alexandre Zazarashvili
გულით მიყვარხართ. მალე შევხვდებით! ❤
სიყვარულით, თქვენი ნინი“ – წერს ნინი შერმადინი.
