LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს

298
Untitled design (3)

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

არსებული მონაცემების მიხედვით, აეროპორტიდან Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე აფრინდა, შავი ზღვის თავზე ყოფნისას კი მიმართულების შეცვლა მოუწია.

ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება. მგზავრებმა არ იციან, რა მიზეზით დააბრუნეს თვითმფრინავი აეროპორტში. როდის გაფრინდებიან მგზავრები, ამ ეტაპზე უცნობია.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები