LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში, თვითმფრინავზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება – აეროპორტების გაერთიანების დირექტორი

141
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში, ერთ-ერთი ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა. ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. მისი თქმით, მგზავრების შემოწმება ამ ეტაპზე დასრულებულია და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში.

„ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში, აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს, 19:00 საათზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას. არცერთ სხვა რეისს არ ქონია შეფერხება და დაგვიანება.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, ჩვენი კომპეტენცია აქ არ არის და შესაბამისი სამსახურები ასრულებენ პროცედურებს. დარწმუნებული ვარ, ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის მიღებული ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება“, – განაცხადა ქარქაშაძემ.

ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში დაბრუნდა. აეროპორტის ცნობით, მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე ინფორმაციის მიღება იყო.

„მიზეზი გახდა ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ“ – ქუთაისის აეროპორტი უკან დაბრუნებულ რეისზე

mazda magti 5g