LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუტერეში: ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი თავდასხმა არის თვითმკვლელობა

70
უსათაურო დიზაინი (5)

გაეროს გენერალური მდივანი კვლავ ბირთვული დაპირისპირების გაზრდილ რისკებზე საუბრობს.

გუტერეში: ბირთვულ განადგურებამდე მსოფლიოს მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს

ანტონიო გუტერეში უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ უკრაინის ატომურ სადგურზე თავდასხმა თვითმკვლელობაა.

გუტერეშმა მოუწოდა საერთაშორისო ინსპექტორებს, მიეცეთ წვდომა ზაპორიჟიეს ატომურ სადგურზე, ამის აუცილებლობა კი მას შემდეგ დადგა, რაც გასულ დღეებში რუსულმა და უკრაინულმა მხარემ ევროპის უდიდესი ატომური ქარხნის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

გუტერეშის თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სადგურზე წვდომა სჭირდება – “ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სააგენტოს ყველა ძალისხმევაში, რათა შეიქმნას ქარხნის სტაბილიზაციის პირობები”, – აღნიშნავს გუტერეში.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ევროპის უმსხვილეს ატომურ ქარხანაში ახალი დაბომბვის შედეგად დაზიანდა რადიაციის სენსორები და ასევე დაშავდა მუშა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g