LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუტერეში პუტინსა და ზელენსკისთან შეხვედრას ითხოვს

91
BeFunky-collage (26)

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აუდიენციას ითხოვს იმისთვის, რომ მშვიდობის დამყარების გადაუდებელი აუცილებლობა განიხილონ, – ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით წერილები გადაეცათ რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს და ანტონიო გუტერეში ორივე ქვეყნის მთავრობებისგან პასუხს ელოდება.

პრესსპიკერმა არ დააკონკრეტა, გაემგზავრება თუ არა გუტერეში მხოლოდ ერთ ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებას ერთი ქვეყანა მიიღებს და არა ორივე.

„ველოდებით პასუხებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მიღებული პასუხების საფუძველზე,” – აღნიშნა სტეფან დუჟარიკმა.