ჩვენ შორს ვართ ომის დასრულებისგან – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ჟურნალისტებს დღეს, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განუცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტა არ ჩანს. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ეს მოხდება”, – აღნიშნა გაეროს გენმდივანმა.
როგორც გუტერეშმა განაცხადა, მან პუტინთან სხვადასხვა საკითხები, მათ შორის მარცვლეულის შეთანხმება და რუსული ექსპორტის შესაძლებლობა განიხილა.
მისივე თქმით, უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზეც ისაუბრეს.