რადიო ფორტუნას და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა კარანტინის და დროის სასარგებლოდ გამოყენების საკუთარი გამოცდილებით.
– ბატონო მერაბ, როგორ ახერხებთ წლების მანძილზე პოპულარობის და თაყვანისმცემლების შენარჩუნებას?
– ყოველთვის დიდი სიყვარულით ვაკეთებ ჩემს საქმეს და როგორც ჩანს, მსმენელიც გრძნობს ჩემს სიყვარულს?
– უკვე არაერთხელ ავღნიშნე, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად ხელოვანები და პირვლ რიგში, მუსიკოსები აზარალა, პირადად თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?
– ვფიქრობ, ჯერ ადრეა შედეგებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ყველაზე მეტად დავზარალდით. თუმცა, იმედი მაქვს შეზღუდვების მოხსნასთან ერთად სიტუაციაც გაუმჯობესდება.
– რა აზრის ხართ ონლაინ-კონცერტებზე?
– სიმართლე ვთქვა, ძალიან არ მომწონს და არც ვამართლებ ამგვარ შოუებს, რადგან შეუძლებელია ცოცხალი კონცერტის მოწყობა მაყურებელთან კონტაქტის გარეშე.
– როგორ შეეგუეთ კარანტინს?
– ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იძულებული გავხდი შევგუებოდი. მართალია, გვაფრთხილებენ, რომ მსგავს რეჟიმში კიდევ დიდხანს მოგვიწევს ცხოვრება და დროა შევეჩვიოთ, მაგრამ პირადად მე ძალიან გამიჭირდება.
– სულ მალე გაუქმდება შეზღუდვები და სავარაუდოდ ტურისტული სეზონიც გაიხსნება, თქვენ როგორ უყურებთ ქვეყანაში უამრავი უცხოელის ჩამოსვლას?
– ტურიზმის გამოცოცხლება კარგია, მაგრამ არც სიფრთხილეზე ღირს უარის თქმა. ამასთანავე, ტურისტს ხალისიანი გართობა სჭირდებათ, რაც ისევ ჩვენი ქვეყნის საზრუნავია. წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება მომავალში და რამდენად სწრაფად დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.
https://www.facebook.com/266131756744994/videos/283069526192216