LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვახსოვს, რამხელა დარტყმა მიიღო 13 ივნისს თბილისმა, თუმცა ამ დღემ დაგვანახა, რა ძალა აქვს ერთობას“ – კახა კალაძემ 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

153
fot (2)

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით 13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დედაქალაქის მერმა პატივი მიაგო გარდაცვლილთა სულებს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

„2015 წლის 13 ივნისი ძალიან მძიმე ასოებით ჩაიწერა საქართველოსა და დედაქალაქის ისტორიაში. გვახსოვს, რამხელა დარტყმა მიიღო თბილისმა – ათეულობით გარდაცვლილი ადამიანი, დანგრეული ინფრასტრუქტურა, განადგურებული კონკრეტული ადგილები. რთულია იმ დარტყმის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ვგრძნობდით ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი.

„დღეს იმ ადამიანების გახსენებაა, ვინც ასე უაზროდ შეეწირა სტიქიას, ჩემი პატარა მეგობარი ივლიტა წყალმა მის გიორგის ხელიდან გამოსტაცა.. შემთხვევით გადავრჩით ამ დღეს“ – რას წერს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

 

 

ერთადერთი, რაც ძალიან კარგი იყო, ეს იყო ახალგაზრდების გამოჩენა, ის ერთიანობა და ერთობა, რაც იგრძნობოდა მომდევნო დღეების განმავლობაში. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და ნათესავებს, ასევე, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში.

ეს იყო დღე, როდესაც არ არსებობდა დიდი და პატარა. ყველა ვიყავით ერთიანი და საერთო ძალისხმევით ვებრძოდით სტიქიას. ეს იყო დღე, რომელმაც დაგვანახვა, რამხელა ძალა აქვს ერთიანობას და ერთობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„6 ადამიანი გადაარჩინა, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა“ – მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის ტრაგედიის გმირის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g