გვანცა დარასელია ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახური თემების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს:
„ოჯახი არ არსებობს კამათის გარეშე, ერთად ცხოვრების წლები გაძლევთ საშუალებას, გაიგოთ ერთმანეთის ხასიათი – რა სწყინს შენს მეუღლეს, რა ახარებს, რას ელოდება შენგან. მე ხშირად დამითმია მისი აზრის სასარგებლოდ და ვიცი, რომ ისიც ასე იქცევა…
ფანტასტიკური დედამთილ-მამამთილი მყავს, ასევე მული. მათთან ცხოვრება კარგი იყო, ბავშვებზეც მეხმარებოდნენ, მაგრამ ცალკე ცხოვრება აუცილებელია. ჩვენ უკვე ვართ სრულუფლებიანი ოჯახი. უნდა შევძლოთ ზრუნვა შვილებზე, ერთმანეთზე. საერთოდაც, ყოჩაღი გოგო ვარ. ბავშვებისთვის ძიძა მყავს, დანარჩენ საქმეებს კი მე და ჩემი მეუღლე ერთობლივად ვუძღვებით…“
ფოტო: გვანცა დარასელია 33 წლის გახდა – სად აღნიშნა დაბადების დღე ტელესახემ
გვანცა დარასელიას ევროტური – ტელესახე პრაღის ულამაზეს კადრებს გვიზიარებს