LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვანცა დარასელიამ დედასთან ერთად დუეტი ჩაწერა

85

Ardaidardo.Ge

ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ, დედასთან, ნატა ღეჩუაშვილთან ერთად სიმღერა ჩაწერა. გვანცას დედა პოეტი გახლავთ და არაერთი სიმღერის ტექსტი ეკუთვნის, თავადაც ქმნის მელოდიებს… დუეტის ჩაწერა დედა-შვილმა საქველმოქმედო ღონისძიებისთვის გადაწყვიტა.

გვანცა დარასელია:

დედა ექიმია, მაგრამ ამავე დროს სიმღერების ავტორი და პოეტი გახლავთ. სამი კრებული აქვს გამოცემული და მის ლექსებზე ბევრ კომპოზიტორს აქვს შექმნილი სიმღერები. მათ შორის გოგი ცაბაძეს, ჯემალ სეფიაშვილს, გია მაჭარაშვილს…

ეს ლექსი და სიმღერა სტუდენტობის დროს დაწერა, მაგრამ განვაახლეთ. ბირიკო შხიანმა გააკეთა ფონოგრამა. სიმღერას ჰქვია „მამაჩემს არ უხდება ჭაღარა“.

პრემიერა შედგა ჩვენს საქველმოქმედო კონცერტზე, რომელიც 2 აპრილს გავაკეთეთ 6 ძმა ღეჩუაშვილების დასახმარებლად.

სხვათა შორის, ერთ ბიჭს აქვს აჩემებული ეს სიმღერა. არ ვიცი, საიდან მოიპოვა, მაგრამ უამრავ ადამიანს აქვს ნანახი, „იუთუბზე“ დევს მისი შესრულებით, თუმცა არასწორად მღერის (იღიმის). დედაჩემი დაუკავშირდა და სთხოვა, რომ შეესწორებინა, ტექსტსაც არასწორად ამბობს და მელოდიაც გადაკეთებულია. გვინდა, რომ გაასწოროს და ისე განათავსოს…


ნინო მურღულია

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები