„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი დღეს აპირებს გახდეს ცუდად, ანუ აპირებს სიმულირებას, რათა თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას.
“რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის დღეს აპირებს გახდეს ცუდად, ანუ აპირებს სიმულირებას, რათა თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას. ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის. როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა. შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე. სააკაშვილის დაკვეთით ადამიანებს აუპატიურებდნენ, აწამებდნენ, ართმევდნენ ბიზნესებს. ეს არის სამარცხვინო კაცი, რომელმაც უნდა მოინანიოს, და არა იშიმშილოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.