LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს შანსი ვაჩვნოთ რეჟიმს, რომ როცა ასე ექცევა ქვეყნის დამოუკიდებლობას და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი – არჩევნებზე დაისჯებიან: გიგა ბოკერია

36
გიგა ბოკერია - ხმის მიცემა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ დგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა. მისი განცხადებით, დღეს საზოგადოებას შეუძლია აჩვენოს „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომ როცა ასე ექცევი ქვეყნის დამოუკიდებლობას, უტიფრად ეუბნები მოქალაქეებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე ხარ წამსვლელი – ისინი არჩევნებზე დაგსჯიან.

ბოკერიას განმარტებით, „თუ საზოგადობა ამ შანსს ხელიდან გაუშევებს, ის საფრთხე გაიზრდება, რომელიც წლებია ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ყველას საერთო მომავლისთვის შექმნა“.

„დღეს გვაქვს შესაძლებლობა თუ გამოვიყენეთ ჩვენი სამოქალაქო ძალა, ყველა მოქალაქემ, ვისაც გვსურს, რომ ამ ქვეყნის კატასტროფული კურსი შეტრიალდეს, რომ დავაახლოვოთ ვადამდელი არჩევნების ამოცანა. ამ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან სახიფათო რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოცილების. თუ დღეს ამ შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან, უფრო გაიზრდება ის საფრთხე, რაც წლებია ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა ჩვენი ყველას საერთო მომავლისთვის.

ჩვენ დღეს შეგვიძლია ვაჩვენოთ ძალა ამ რეჟიმს და ამ ძალიან სახიფათო რეჟიმთან ერთად, ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებასაც, რომ როცა ასე ექცევი ქვეყნის დამოუკიდებლობას, უტიფრად ეუბნები მოქალაქეებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ – ისინი დაგსჯიან არჩევნებზე. ეს შესაძლებლობა გვაქვს დღეს და მე ეს შესაძლებლობა გამოვიყენე და ხმა მივეცი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.გვაქვს შანსი ვაჩვნოთ რეჟიმს, რომ როცა ასე ექცევა ქვეყნის დამოუკიდებლობას და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი – არჩევნებზე დაისჯებიან: გიგა ბოკერია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g