LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გვაქვს უტყუარი ფაქტები, მიყურადება მიმდინარეობს “ოცნების” სპეცსამსახურების მიერ

69

„გვაქვს უტყუარი ფაქტები, გრძელდება მანკიერი, ცინიკური ტრადიცია “ქართული ოცნების” სპეცსამსახურების მიერ,“ – ამის შესახებ ირაკლი ალასანია აცხადებს.

„ვეთანხმები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო სტრუქტურა. ეს ყველაფერი გამოძიებული იქნეს და არსებობდეს საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლის სპეციალური მექანიზმი, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება დამორჩილებულია ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე.

ეს მორალური ტერორი პირველ რიგში მიმართულია “თავისუფალ დემოკრატებზე, როგორც მზარდი რეიტინგის მქონე პარტიის წინააღმდეგ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ.

ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დავადასტურეთ, რომ გვაქვს პოლიტიკური ნება, ასეთი ცინიზმით სავსე ინსტიტუციური ორგანიზებული დანაშაული შეწყდეს. საზოგადოებას გარანტიას ვაძლევთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

„ქართული ოცნება“ უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს, გვისმენენ ჩვენც. მიმდინარეობს ფარული მიყურადება და ამის მაგალითია ალექსი პეტრიაშვილი. ეს ერთი ფაქტია და დარწმუნებული ვარ, ასეთი ბევრი მაგალითი არსებობს.

გიორგი კვირიკაშვილის გულწრფელი განცხადებების მჯერა. დარწმუნებული ვარ, ეს მისთვისაც ისევე მიუღებელია, როგორც ჩემთვის. იმედი მაქვს, მას ეყოფა შინაგანი სიმტკიცე, მიუხედავად წინაღობებისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

მაგრამ ამას გვიჩვენებს ქმედება, მინდა უკვე დავინახო შედეგი, არ შეიძლება მხოლოდ საუბარი, რომელსაც არ მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები,“ – ამბობს ალასანია.

 

წყარო : “რეზონანსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g