საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება და სააკაშვილს, რომელიც სიკვდილის პირასაა სამკურნალოდ არ უშვებენ!
დემოკრატიაზე, მშვიდობაზე და ევროატლანტიკურ მომავალზე გვაქვს ამბიცია”, – წერს მაკა ჩიჩუა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
ასევე, 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.