LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამიას ინფორმაციით, ეკა ბესელია ფარულ კომუნიკაციას აწარმოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთან

114

იუსტიციის სამინისტროში მუშაობს ჩემი მიყვანილი უამრავი ადამიანი და ძალიან კარგად ხედავენ და ისმენენ ქალბატონ ბესელიას საუბრებს, მათ შორის ტუალეტებში, – ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ  ეკა ბესელიას საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაში დაადანაშაულა.

გვარამიას ინფორმაციით, ეკა ბესელია ფარულ კომუნიკაციას აწარმოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთან.

” ახსოვდეს ბესელიასაც და წულუკიანსაც, რომ იუსტიციის სამინისტროში მუშაობს უამრავი ადამიანი, რომელიც ჩემი მიყვანილია იქ, რომლებსაც ყურებიც აქვთ და თვალებიც და ძალიან კარგად ხედავენ და ისმენენ  ბესელიას საუბრებს, მათ შორის ტუალეტებში.  მე რომ მოვედი ხელისუფლებაში, მაშინაც პასტით დაჯდა ბატონი ტურავა და იმდენი წერა, ძლივს გამოვგლიჯეთ ეს პასტა”, – განაცხადა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g