პეპ გვარდიოლამ ”მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავებს ინტერნეტით სარგებლობა აუკრძალა გუნდური ღონისძიებების დროს.
კატალონიელმა ”ქალაქელების” ცხოვრებაში კიდევ ერთი მკაცრი პუნქტი დაამატა.
ფეხბურთელები ახლა უკვე: იცავენ დიეტას, მიირთმევენ მხოლოდ ერთად და შეკრებისას ინტერნეტით ვერ ისარგებლებენ.
– პეპმა აგვიკრძალა საწვრთნელ და გუნდურ დროს ნებისმიერ ქსელთან შეერთება. ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია, ამიტომ არანაირი კითხვები არ არის – ფეხბურთი პირველ ადგილზე უნდა იყოს, – თქვა ”სიტის” მცველმა პაბლო საბალეტამ.
”სიტი” პრემიერლიგაში 7 ტურის შემდეგ ლიდერია.
გვარდიოლამ საკლუბო რეკორდი დაამყარა, მან ჩემპიონატის ექვსი სასტარტო მატჩი მოიგო.