LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები… გვსურს, ვიხილოთ, რომ ის იყოს თავისუფალი და სამართლიანი! ეს საკითხი წამოვწიეთ ირაკლი კობახიძესთან“ – ჯინ შაჰინი

131
Untitled design (3)

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ სურს 2024 წელს, საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყოს თავიუსფალი და სამართლკიანი. 

მისი თქმით, არსებობს ინტერესი, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ.

„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, რაც იმედგაცრუებას იწვევს“ – სენატორი ჯინ შაჰინი

„გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ვინც უზრუნველყოფს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს. ეს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხად სენატორმა.

„სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები“ – ირაკლი კობახიძე

მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან ამერიკას 30 წლის განმავლობაში ჰქონდა.

„იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეტოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც იმ განცხადებაზე, რომ თითქოს ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში გვქონდა. აშშ-ს ინვესტიცია აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უწევდა საქართველოს, მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში. ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს და მათ სურვილებს ვუჭერდით მხარს. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით“, – აღნიშნა ჯინ შაჰინმა.

სენატორის თქმით, ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება სურს ზუსტად ამერიკასაც და იმედი აქვთ რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ნახავენ პასუხს, რომ მათაც იგივე აინტერესებთ.

„30 წელზე მეტია გვაკავშირებს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ყველა მინიშნება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ის არის, რომ ისინი ამ პარტნიორობას მხარს უჭერენ. ისინი მხარს უჭერენ და აფასებენ ურთიერთობას, რომელიც 30 წლის განმავლობაში აიგო. უყურებენ დასავლეთს და აქვთ მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდეს. ეს ურთიერთობები რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს ეს სურს ზუსტად ამერიკას და იმედი გვაქვს რომ ვნახავთ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან რომ მათაც იგივე აინტერესებთ“, – აღნიშნა სენატორმა.

ამავე თემაზე ისაუბრა კონგრესმენმა, მაიკ ტერნერმა და აღნიშნა, რომ „პრემიერ-მინისტრის კომენტარი მისთვისაც იმედგაცრუებას იწვევდა.“

„მას არ უთქვამს რაიმე გეგმის შესახებ, რაც გააუმჯობესებდა საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობებს. რაც მინიშნება იქნებოდა. არ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება ზუსტად ასახევს ამერიკის პოზიციას ან საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებს“, – განაცხადა კონგრესმენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები