LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ ინსტრუმენტებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენებს: გიგა ბოკერია

158
ბოკვერა

ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა და უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი და ლეგიტიმური პოლიტიკური ინსტრუმენტი იმ საფრთხის წინაშე, რასაც პუტინის რუსეთი ეწოდება. ამის შესახებ, ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დიდი პრობლემა არის ის, რომ მას არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ ინსტრუმენტს ქვეყნის ინტერესებისათვის ეფექტურად გამოიყენებს.

”ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა საქართველოსთვის, როგორც სამართლებრივი, ისე ლეგიტიმური პოლიტიკური ინსტრუმენტი ამ დიდი საფრთხის წინაშე, რასაც პუტინის რუსეთი და რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე მთელი თავისუფალი სამყაროსთვის და რათქმაუნდა წარსულის უსამართლობაზე პასუხისმგებლობის დაყენების თვალსაზრისით, პოლიტიკურად და სამართლებრივად მომავალში.

ორივე თვალსაზრისით არის ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ექნება ხედვა, რწმენა, კომპეტენცია, სურვილი და ამოცანა, რომ ეს ეფექტურად გამოიყენოს. ჩვენ ეს ვნახეთ წინა გამარჯვებისას, როდესაც დადგინდა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა სამარცხვინო დეპორტაციაზე საქართველოს მოქალაქეების და ეთნიკურად ქართველი წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებისა რუსეთიდან. ისიც გამარჯვება იყო და ახლა უფრო დიდი გამარჯვებაა კალიბრით, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ვნახეთ როგორ ფეხებზე დაიკიდეს ის ამბავი დღევანდელმა ხელისუფლებამ.
ამიტომ, გვაქვს დიდი გამარჯვება, როგორც ქვეყანას, გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ ინსტრუმენტებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის გამოიყენებს”. – განაცხადა, ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები