დასავლური ტაბლოიდების მტკიცებით, მომღერალი გვენ სტეფანი ორსულადაა. მათივე განცხადებით, ბავშვის მამა ქანთრი-მუსიკოსი, ბლეიკ შელტონია.
შეგახსენებთ, რომ გვენ სტეფანი და ბლეიკ შელტონი რამდენიმე თვეა, რაც ერთად არიან. იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია სიმართლეა, შელტონისთვის ეს პირველი, ხოლო გვენ სტეფანისთვის – მეოთხე შვილი იქნება.