გვენ სტეფანი მეუღლეს 13 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. თუმცა, როგორც ჩანს მომღერალმა დიდხანს არ მოინდომა მარტოობა და რომანი გააბა შოუ The Voice US-ის ჟიურის ერთ-ერთ წევრთან, მუსიკოს ბლეიკ შელტონთან.
გარშემომყოფები აცხადებენ, რომ ისინი არ მალავენ გრძნობს და ერთმანეთს მუდმივად ეფლირტავებიან. ბევრი მათგანი თვლის, რომ მათ ყველაფერი სერიოზულად აქვთ. წყვილი კომენტარის გაკეთებას არ ჩქარობს.
