LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვესმის ძალიან სახიფათო ძალადობისკენ მოწოდებები“ – ხათუნა სამნიძე „თბილის პრაიდზე“ შეკითხვების საპასუხოდ პარლამენტში შს მინისტრის მისვლას ითხოვს

51
ხათუნა სამნიძე

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მისვლას ითხოვს. მისი თქმით, საზოგადოებამ პრემიერისგან უნდა მოისმინოს, თუ რას აპირებს ხელისუფლება იმისათვის, რომ  მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს.

„შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა მოვიდეს პარლამენტში და უნდა მოვისმინოთ მისგან, რას აპირებს სამინისტრო, რას აპირებს ხელისუფლება, რომ დაიცვას ამ ადამიანების უსაფრთხოება.

ჩვენ გვესმის ძალიან სახიფათო ძალადობისკენ მოწოდებები, მარგინალური ჯგუფებისგან, ფაშისტური ჯგუფებისგან, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ შეკრებას, იძალადებენ, თავს დაესხმებიან. ამასთან დაკავშირებით სამინისტროსგან მკაფიო პასუხები გვჭირდება,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g