თბილისში, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.