რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა.
ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ექიმის ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციას ჰყავს მობილიზებული რეანომობილი და საჭიროების შემთხვევაში ექიმები მიხეილ სააკაშვილს შესაბამის დახმარებას გაუწევენ, არ არის გამორიცხული, ამავე რეანომობილით ექსპრეზიდენტი კლინიკაშიც გადაიყვანონ.
გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღეს მიიღებენ.