ესპანური საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ ესპანეთის ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლას ულოცავს და მის განსაკუთრებულ თამაშზე წერს.
„გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო 2024-ზე სრულდება. გვინდა მივულოცოთ ჩვენს მეკარეს ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება, რითაც თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა“,- აღნიშნულია ესპანური კლუბის სოციალურ გვერდზე.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024 ღირსეულ ბრძოლაში დაასრულა. პირველი გოლი ესპანელთა კარში გავიდა, თუმცა საბოლოოდ საქართველო 1:4 დამარცხდა.
„ეს დასასრული არაა… ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ – გიორგი მამარდაშვილი
Congratulations to @SpainIsFootball on going through to the quarter-finals of the #EURO2024 after beating @GeorgiaGff
— Valencia CF (@valenciacf_en) June 30, 2024
🦇🇬🇪 Giorgi Mamardashvili's #EURO2024 run comes to a close.
Congratulations to our goalie for having a great tournament and making history with his country.