LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინეტ პელთროუ და კრის მარტინი საბოლოოდ დაშორდნენ

53

წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის მსახიობმა გვინეტ პელთროუმ ქმართან, კრის მარტინთან გაყრისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურები დაიწყო, თუმცა ოფიციალურად დაშორება წყვილმა მხოლოდ ახლა შეძლო, მოსამართლემ საბუთებს ხელი მოაწერა და ამიერიდან ორივე მათგანი თავისუფალია.

დოკუმენტების თანახმად, რომელიც E!-ს რედაქციას ჩაუვარდა ხელში, აღნიშნულია, რომ მუსიკოსისა და მსახიობის 12 წლიანი ქორწინება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით დასრულდა. წყვილს 2 საერთო შვილი და სოლიდური ქონება ჰქონდა, რომლის გაყოფაც პრობლემების გარეშე მოახერხეს.

ასევე, ახერხებენ, შვილების აღზრდას ისე, რომ ბავშვები მშობლების დაშორებით არ დაზარალდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g