გვინეტ პელტროუს ახალმა ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა. 46 წლის ვარსკვლავმა, რომელიც სადღესასწაული დღეებს მეუღლესთან ერთად ზღვაზე ატარებს, ,,ინსტაგრამზე” ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ამერიკელი მსახიობი საცურაო კოსტიუმითაა აღბეჭდილი.
უნდა აღინიშნოს, რომ ასაკთან შედარებით 2 შვილის დედა ფანტასტიკურად გამოიყურება. კადრში, რომლის ავტორი ბრედ ფელჩუკია, ,,ოსკაროსანი” პელტროუ წყნარი ოკეანის ფონზე პოზირებს.
შეგახსენებთ, რომ გვინეტ პელტროუს უკვე რამდენიმე წელია საკუთარი კვების სისტემა აქვს, რომლის შესახებ მან წიგნიც გამოსცა.