LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინეტ პელტროუს სახალისო კომენტარი ბრედ პიტის შესახებ (ფოტო)

8143922-0-image-a-46_1546639297994

46 წლის ვარსკვლავმა პოსტზე კომენტარი დატოვა, რომელიც ,,ინსტაგრამზე” ბლოგერმა, ლეანდრა ემ. კოენმა გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ კოენის გაზიარებულ პოსტზე, ბრედ პიტი მის ყოფილ მეუღლეებთან, ჯენიფერ ენისტონთან და ანჯელინა ჯოლისთან და გვინეტ პელტროუსთან ერთად არის აღბეჭდილი.

,,მამაკაცი, რომელსაც მოსწონს ისე გამოიყურებოდეს, როგორც მისი გერლფრენდი”, – წერია სურათზე, რომელსაც პელტროუმ იუმორისტული კუთხით შეხედა და სახალისო კომენტარი დატოვა.

,,ან ჩვენ მოგვწონს გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც ის. მოდი, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ”, – დაწერა 46 წლის მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ გვინეტ პელტროუ და ბრედ პიტი ერთმანეთს 1994-1997 წლებში ხვდებოდნენ. წყვილის ქორწინება პელტროუს ასაკის გამო არ შედგა, რადგან მაშინ ის 24 წლის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები