წამება, გაუპატიურება, დახვრეტა – რუსების ოკუპაციისგან გათავისუფლებულ დასახლებაში ომის თითქმის ყველა დანაშაულია ჩადენილი. გაუპატიურების მსხვერპლი ქალი სუმის ოლქიდან „რუსთავი 2“-მა ჩაწერა.
ოჯახის თვალწინ გაუპატიურებული სუმელ ქალს თავს გადახდენილი საზარელი ისტორიის სიტყვებით გადმოცემა უჭირს. მხოლოდ ფრაგმენტები ახსოვს, როგორ იძალადეს მასზე რუსმა ოკუპანტებმა. გოგონა რუსმა დამპყრობლებმა ოჯახის წევრებისა და მეზობლების თანდასწრებით არაერთხელ გააუპატიურეს.
„შუაღამით დაბომბვის ხმა გაღვიძებს და ჩარბიხარ სარდაფში. ფსიქიკა ამ დროს უკვე შერყეული გაქვს. სახლებში შემოდიოდნენ, მე ჩემს ოჯახთან ერთად სარდაფში ვიყავი, ისინი მოვიდნენ, გვიპოვეს სარდაფში. ჩემი ძმაც იქ იყო, ყველა იქ იყო, არ შემიძლია ამის მოყოლა“, – განუცხადა ქალმა „რუსთავი 2“-ს და კომენტარისას ცრემლებიც ვერ შეიკავა.
წყარო: რუსთავი 2