LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვითხრან, თუ საერთოდ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან და „ენჯეოებმა“ და დონორებმა მართონ ეს ქვეყანა – უცხო ქვეყანას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დაკომპლექტებაში არაფერი ესაქმება“ – შალვა პაპუაშვილი

145
Untitled design (11)

გვითხრან, თუ საერთოდ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან და „ენჯეოებმა“ და დონორებმა მართონ ეს ქვეყანა – არაფერი ესაქმება უცხო ქვეყანას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დაკომპლექტებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ „ვეტინგის“ სისტემას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, დონორები მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების პირით ამბობენ, რომ მათ უნდა დანიშნონ მოსამართლეები საქართველოში, რაც მისივე შეფასებით, სუვერენიტეტის პატივისცემის ყველანაირ ზღვარს ნელ- ნელა სცდება.

„მგონი ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ადასტურებს თუ რა ცუდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ზედმეტ დამოკიდებულებას უცხოურ ფულზე. დღეს ოპოზიცია ფაქტობრივად გვთავაზობს სუვერენიტეტის დათმობას მაშინ, როცა ამბობს, რომ უცხოელებმა უნდა დანიშნონ საქართველოში მოსამართლეები. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს 30 წლიან დამოუკიდებლობის ისტორიას, ჩვენს ისტორიულ მისწრაფებებს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს ნიშნავს, რომ მათთვის სახელმწიფო საქართველო არ არსებობს. უნდათ ვიყოთ ერთი ჭანჭიკი სხვებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციებიც ძალიან აქტიურობენ, რომ უცხოელები იყვნენ ჩართული მოსამართლეთა დანიშვნაში. ჩვენ გვესმის დონორების მოწოდებები, რომ მათი დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩავრთოთ მსჯელობებში. როცა მათ ვრთავთ მსჯელობებში, ეს ორგანიზაციები გვთავაზობენ, რომ მათი დონორები ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღებაში და მგონი, უნდა ჩამოყალიბდნენ და გვითხრან, თუ საერთოდ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან და “ენჯეოებმა” და დონორებმა მართონ ეს ქვეყანა, გვითხრან თუ ეს არის მათი ძირითადი განზრახვა. ნელ- ნელა სცდება ყველანაირ ზღვარს სუვერენიტეტის პატივისცემისა, როცა დონორები მათ მიერ დაფინანსებული “ენჯეოების” პირით გვეუბნებიან, რომ მათ უნდა დანიშნონ მოსამართლეები საქართველოში. ყველას მივუთითებ ვენის კონვენციაზე და ყველამ პატივი უნდა სცეს შიდა პოლიტიკას და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება უცხო ქვეყანას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დაკომპლექტებაში. ეს ეწინააღმდეგება არამხოლოდ ფორმალურად ჩვენს კონსტიტუციას არამედ ჩვენს დამოუკიდებლობის სულისკვეთებას. ამისთვის ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ჩვენ კი არ უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის ბედი და დავაკომპლექტოთ სასამართლო, არამედ უცხო ქვეყნებმა დაგვიკომპლექტონ?! – აი, ამ დონემდე მივიდა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი და მგონი, უკვე ძალიან ახლოს არიან იმ წითელ ხაზებთან, რომლის იქითაც საქართველოს ინტერესების სრული უგულებელყოფაა,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები