LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, მათი ხედვაც არის ანალოგიური, რომ დიდი ეროვნული ერთობა უნდა შედგეს“ – მახარაძის განცხადებით, „ალტ-ინფო“ არჩევნებში მონაწილეობას „პატრიოტთა ალიანსის“ მეშვეობით მიიღებს

135
„ალტ-ინფო“

პრორუსული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის განცხადებით, პარტია საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას, „პატრიოტთა ალიანსის“ მეშვეობით მიიღებს.

ამის შესახებ მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ სხვა „კონსერვატიულ ძალებთანაც“ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა გაერთიანდნენ და პარლამენტში ისინიც „პატრიოტთა ალიანსით“ შევიდნენ.

„ერთადერთი პარტია კონსერვატიულ ფლანგზე, რომელთანაც იდეოლოგიურად არის თანხვედრაც და რომლის დაბლოკვაც არ გამოდის, არის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ახლა არის საპარლამენტო პარტია.

ზურაბ მახარაძე: „რეესტრმა ჩვენი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო – პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ „ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ“

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებზე ხალხს „ნაცების“ და „ქოცების“ გარდა კიდევ რამე არჩევანი ჰქონდეს, მაგრამ ხალხმაც უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ უნდა თუ არა ასეთი არჩევანი. თუ გინდა უფლება, მისთვის რამე უნდა გააკეთო.“

მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი გამოეყო და ცალკეა, იურიდიულად საპარლამენტო პარტიაა, მას არაფრის შეგროვება, ხელმოწერები არ სჭირდება უკვე იღებს არჩევნებში მონაწილეობას და მისი დაბლოკვაც შეუძლებელია.

ჩვენ „პატრიოტთა ალიანსთან“ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები, ვსაუბრობდით. მათი ხედვაც არის ანალოგიური, რომ დიდი ეროვნული ერთობა უნდა შედგეს. ამ მიმართულებით ხდება მუშაობა, ამ წუთებშიც მიდის მუშაობა, ჩვენსა და მათ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია – ფუნდამენტური, პრინციპული ძირითადი შეთანხმება შედგა. მიდის დეტალებზე მუშაობა“. – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრმა პარტია „ალტ-ინფო“ 8 აპრილს გააუქმა. როგორც ზურაბ მახარაძემ „ალტ-ინფორს“ ეთერში აღნიშნა, პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა.

რატი ბრეგაძე „ალტ-ინფოზე“: „გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის კანონიერება შეესწავლათ“

ფოტო: „პუბლიკა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები