LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურად დაეხმარებოდა: ანდრეი კასიანოვი

185
ანდრეი კასიანოვი

„გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურად დაეხმარებოდა“, – აღნიშნული განცხადება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 30- წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი განმარტებით, უკრაინა „ძმურად ედგა გვერდში საქართველოს“ 90-იანი წლების დასაწყისში, ასევე აფხაზეთში ომის დროს სადაც “უკრაინელი მოხალისეები იბრძოდნენ უდანაშაულო ქართველების გადასარჩენად“. კასიანოვმა ახსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და უკრაინის მიერ განხორციელებული საბრძოლო დახმარებაც.

„დღეს როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე, გვქონდა მოლოდინი. რომ საქართველო მიბაძავდა უკრაინას და უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ ეს არ მოხდა და სამწუხაროდ, არ დაემთხვა ჩვენი წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ძმური ურთიერთობის გამოცდილება გვაძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ უკრაინა და საქართველო მეგობარ ქვეყნებთან ერთად განაგრძობენ წინსვლას, ჩვენი ხალხის ნათელი მომავლისთვის“, – თქვა კასინოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g