LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვსურს, პატივი ვცეთ ქართველი ხალხის მისწრაფებას, წინ წავიდნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე…“ – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

113
ჟან-ნოელ ბარო

„გვექნება განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. გვსურს, რომ შესაძლებელი გავხადოთ ქართველი ხალხის მისწრაფების პატივისცემა, წინ წავიდნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.

მარტა კოსი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს საკუთარ ხალხს და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი

მისი თქმით, ქვეყანაში ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლებაში მყოფი პირები უწყობენ ხელს.

„სწორედ ამ სულისკვეთებით ვმსჯელობთ, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ლუქსემბურგში იმართება, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g