ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის ოჯახი ზაფხულის სეზონის საქართველოში გატარებასა და ქვეყნის საინტერესო ადგილების აქტიურ აღმოჩენას გეგმავს.
როგორც მუსიკოსის მეუღლე, ფოტოგრაფი მარინა კარპი სოციალურ ქსელში წერს, ოჯახი საფრანგეთიდან უკვე დაბრუნდა, სეზონის მთავარ გეგმად კი დასასვენებელი ლოკაციებისა და თრუსოს ხეობის ბავშვებთან ერთად მონახულებას ასახელებს. ამასთან, ფოტოგრაფი გამომწერებს რეკომენდაციების გაზიარებას სთხოვს.
„ბავშვები და გიგი საბოლოოდ ბრუნდებიან სახლში საფრანგეთიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ოჯახი ოფიციალურად გაერთიანდა მთელი ზაფხულით. ჩვენ არ ვგეგმავთ სადმე გაფრენას ამ სეზონზე. ნაცვლად ამისა, გვსურს უფრო მეტად აღმოვაჩინოთ საქართველო და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის, რაც სწორედ აქ არის.
ერთი რამ, რაც წელს ნამდვილად არის ჩემს სიაში, ბავშვებთან ერთად თრუსოს ხეობის სტუმრობაა…. გამიზიარეთ თქვენი საყვარელი ადგილები საქართველოში ნებისმიერი რამ, რაც ფიქრობთ, რომ არ უნდა გამოვტოვოთ“, – წერს მარინა კარპი.
