LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვყავს შეფარებული 4 უკრაინელი… მთელი დღე ტირიან, ან ტელეფონზე არიან დაკიდებული… ვისაც გაქვთ დახმარების სურვილი…“

329
ukrainelebii

ნინო ფირცხალაიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, საიდანაც ირკვევა, რომ უკრაინიდან ჩამოსულ ტურისტებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, საზოგადოების დახმარება სჭირდებათ.

გთავაზობთ პოსტსა და მასში მითითებულ ანგარიშის ნომრებს:

„არც კი ვიცი როგორ დავიწყო, ამ  ტექსტის წერა.

25 თებერვლიდან ჩვენთან (კერძოდ, გიოს მშობლებთან ბოლნისის სახლში) გვყავს შეფარებული 4 უკრაინელი. 2 წყვილია, ერთი დიდი ოჯახი, რომელთა თბილისში ერთად დაბინავება გართულდა და გიომ მშობლებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქ ჩამოეყვანა. სადაც თბილი კერა და ოჯახი დახვდებოდა.

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ჯაბა სამსიანის და მედეა ჯაფარიძის ოჯახში ეცოდინებათ როგორ უყვართ სტუმრები. აქ ერთხელ მოდიან და მერე კვლავ ბრუნდებიან…

დავუბრუნდეთ ჩვენს სტუმრებს. სრულიად არ გვინდოდა ამის აფიშირება, რომ ეს ტურისტად 1 კვირით –  თითო ზურგჩანთით ჩამოსული ბავშვები აქ არიან. ვიმედოვნებდით, რომ ყველაფერი მალე დაწყნარდებოდა და ისინი სახლში მშვიდად შეძლებდნენ დაბრუნებას, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ მე-12 დღეა, კეთილსაიმედო  სიახლე არ ისმის.

როგორ აგიხსნათ, როგორი დათრგუნულები არიან. ყველა მათგანს სურს უკან, სახლში დაბრუნება, რომ  თუნდაც ბომბების ქარცეცხლში იყვნე,ნ ოღონდ თავისიანებთან ერთად. მთელი დღე ტირიან, ან ტელეფონზე არიან დაკიდებული, მაქსიმალურად ვცდილობთ მათ გაცინებას, თუმცა ღმერთმა იცის, მათ გულში ახლა რა ხდება.

არიან უაღრესად მორიდებულები და კარგი ბავშვები. იმისთვის, რომ თავი ზედმეტად არ გვაგრძნობინონ, აღარ იციან, რით გვასიამოვნონ, – ადგნენ და სახლის წინა ქუჩა დაგავეს, გესმით?!

მორიდებულები იმდენად, რომ უკითხავად ხომ ერთ კვერცხს არ აიღებენ და ეშინიათ, არ დაგვხარჯონ ოჯახი, თუმცა ძალიან გალაღდნენ და გახალისდნენ, როდესაც ოჯახის ახლობლებმა პირადად მათ მოუკითხეს კვერცხი, მწნილი და და სხვა პროდუქტები. ესენი უკვე საკუთრად მიიღეს და აქეთ გვეპატიჟებოდნენ ❤

მიხვდებოდით ისედაც, ბილეთები გაუფუჭდათ.  უკან დასაბრუნებელ გზებს ეძებენ და ფინანსურად ამის მზაობა არ აქვთ (მათი დანაზოგი გაიყინა კერძო ბანკებში გაურკვეველო ვადით). გუშინ ერთი დედას ესაუბრებოდა ტელეფონზე რომ თანხა თითქმის უთავდებათ (გული კინაღამ გაგვისკდა ამის გაგონებაზე).

თან. ეს იმ სიტუაციაში სადაც მაქსიმალურად არაფერში ვახარჯვინებთ თანხას. მაინც შემოელიათ, რაც ხელში ჰქონდათ.

სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავახმაუროთ მათი აქ ყოფნა, და თუკი რომელიმე თქვენგანს ექნება სურვილი, რომ რაიმე გამოუგზავნოს პირადად მათ (იქნება ეს პროდუქტი თუ რაიმე სხვა)  შემეხმიანეთ.  დღეს ვესაუბრე ცხელ ხაზს. თუკი რაიმე მხარდაჭერა არის მათთვის, დაე მიიღონ  (ნამდვილად არ მოშივდებათ ან შესცივდებათ აქ, თუმცა როგორც აღვნიშნე, საკუთარ პროდუქტებს უფრო ლაღად გახარჯავენ).

ასევე დღეს ანგარიშიც გავუხსენი და ნებისმიერი რაოდენობის თანხა, რასაც შეძლებთ, იქნება მათთვის შვება და გამხნევება. მინდა იგრძნონ, რომ მარტო არ არიან.  მინდა იგრძნონ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

გთხოვთ, ამანათებს დაურთოთ თქვენი წერილი. ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი და თბილი რამ იქნება მათთვის.

თბილისიდან ამანათების გამოგზავნა შესაძლებელია როგორც ფოსტით ასევე ადგილობრივი „მარშრუტკის“ მეშვეობით (გამოდიან სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან და სამგორის ავტოსადგურიდან). ეტყვით. რომ ბოლნისში უგზავნით უკრაინელებს. მიმღები ჯაბა სამსიანი. სხვა დეტალებზე ჩემთან მოიწერეთ.

თანხის ჩარიცხვის მსურველებმა შეგიძლიათ დარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი

#GE49BG0000000533399630 (კომენტარში წერია ასევე მარტივად რომ დააკოპიროთ)

მიმღები:  სამჩუკ ლესია

თბს ბანკი

ამ ეტაპზე ჩემთან, ხვალიდან უკვე მათაც ექნებათ საკუთარი ანგარიში ამ ბანკში და ჩავასწორებ.

#GE89TB7658545061100015

მიმღები ნინო ფირცხალაიშვილი

PayPal. [email protected]

გზავნილს გთხოვთ მიაწეროთ უკრაინელი მეგობრებისთვის ან SLAVA  UKRAINI

უკეთესი დღეები მოვა. ?

მადლობა თითოეულ თქვენგანს გულისხმიერებისთვის“.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g