LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გვყრიდნენ გარეთ თოვლში და სიცივეში” – Wizz Air-მა რეისების განრიგი შეცვალა

103

უამინდობის გამო, Wizz Air-ის ფრენების განრიგი შეიცვალა. ამის შესახებ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მას შემდეგ გაავრცელა განცხადება, რაც ავიაკომპანიის მგზავრებს აეროპორტებში ღამის გათენება, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მოუწიათ.

როგორც ქუთაისის აეროპორტის განცხადებაშია ნათქვამი, ლონდონის რეისის გარდა, ცვლილება შეეცო სხვა რეისებსაც.

“ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი ლონდონი-ქუთაისი W66424 ლუტონის აეროპორტში უამინდობის გამო გადაიდო და შესრულდება დღეს 11 დეკემბერს.

ლონდონიდან გამოფრინდება 11:10 სთ-ზე (ლონდონის დროით), ქუთაისში ჩამოფრენის დრო – 20:15 სთ.

11 დეკემბერს 06:35 სთ-ზე დაგეგმილი ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი W66407 ქუთაისიდან გაფრინდება 16:30 სთ-ზე. ბერლინში ჩაფრენის დრო – 17:40 სთ (ბერლინის დროით)

ბერლინიდან ბორტი გამოფრინდება 11 დეკემბერს 18:10 სთ-ზე (ბერლინის დროით). ქუთაისში ჩამოფრენის დრო – 12 დეკემბერი, 01:05 სთ.

ქუთაისი-მილანის რეისი W66411 ქუთაისიდან გაფრინდება 11 დეკემბერს, 20:45 სთ-ზე. მილანში ჩაფრენის დრო – 11 დეკემბერი, 22:10 სთ (მილანის დროით).

მილანიდან რეისი W66412 გამოფრინდება 11 დეკემბერს, 22:40 სთ-ზე (მილანის დროით). ქუთაისში რეისი ჩამოფრინდებაა 12 დეკემბერს, 05:45 სთ-ზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მდაუკავშირდეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურს : 0431 23 70 00; 0431 23 70 01″, – ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში.

ქუთაისი-ლონდონის რეისის მგზავრები, “მოგზაურთა კლუბში” გუშინ ღამიდან წერდნენ შექმნილი ვითარების შესახებ. ისინი განსაკუთრებით უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ მათ ინფორმაცია დროულად არავინ მიაწოდა.

“ესეც იაფი ვიზიარი. რეისი გადაიდო უსასრულოდ. ქუთაისი – ბერლინი 6სზე უნდა გაფრენილიყო და 16 საათამდე გადაიტანეს. ამ დროს ან იქნება ან არა. კომპანიის წარმომდგელი არ იმყოფება ადგილზე”, – წერდა ერთ-ერთი მგზავრი, რომელმაც ფოტოც გამაქვეყნა.

კიდევ ერთი მგზავრი წერდა, რომ გადადებული რეისების შემდეგ, მათ ახალი ბილეთების ყიდვა ურჩიეს. შემდეგ კი აეროპორტის დატოვება მოსთხოვეს.

“დღეს ლონდონში უამინდობის გამო გადაიდო და გაუქმდა უამრავი ფრენა ვიჯექით აეროპორტში უინფორმაციოთ შევცქეროდით მონიტორს და ეწერა რომ ფრენა დაგვიანებით შედგებოდა. სხვა ფრენები ზოგიერთი აღდგა და გაფრინდა, გავიარეთ რეგისტრაცია და ველოდებოდით რომ გეითი მიეთითებინათ უცებ დაიწერა, რომ რეისი გაუქმდა.

ყველანი ვეძებთ წარმომადგენელს ან საინფორმაციოს არავინ არ ჩანდა და გამოგვიცხადეს რომ თქვენით მოძებნეთ სხვა ფრენა და დასტუმრო და მერე მოსთხოვეთ ვიზეაეარს თანხა მაილზეო, 4 დღე ფრენა არ სრულდება ვიზეარის გვიწევდა გადაჯდომით სხვა აეროპორტიდან სადაც მისვლა შეუძლებელი იყო. მოგვიწევდა მეტრომდე ფეხით სიცივეში სიარული რაზეც გვიპაუხეს რომ ჩვენი პრობლემა არ არისო, თქვენი გადასაწყვეტია რას იზავმთო. დაგვიბრუნეს ჩაბარებული ბარგი და მოგვიწოდეს სხვა ბილეთების ყიდვა. როდესაც ვუთხარით, რომ არ გვაქვს თანხა ბილეთების და როგორ წავსულიყავით სასტუმროში ან საქართველოში “არ ვიცი” გვიპასუხეს და მოგვიწოდეს რომ აეროპორტი დაგვეტოვებინა, რადგან 11 – ზე იკეტებოდა და გვყრიდნენ გარეთ თოვლში და სიცივეში. ვერ შევეწინააღმდეგებოდით შეიარაღებულ დაცვას გამოგვიშვეს გარეთ ნანუკა ჟორჟოლიანი და დიანა ჯოჯუა ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ ვიზეაეარს არ უპასუხეს, ქუთაისის აეროპორტმა განაცხადა, რომ ჩვენთან აჩვენებს რომ ფრენა უბრალოდ გიგვიანდებათო და ოფიციალური წერილი არ მოგვსვლიაო.

ვზივართ 50 კაცი და ვათენებთ აეროპორტში სიცივეში, ჩვენი ხარჯებით, იმ იმედით, რომ ხვალ მაინც დავბრუნდებით, დაგვავიწყეს რაც ვნახეთ და ვისიამოვნეთ”, – წერდა მომხმარებელი სოციალური ქსელის ჯგუფში.

მომხმარებელთა ნაწილი წერს, რომ ეს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, ბილეთების ყიდვისას, სხადასხვა სერვისთან ერთად, დაგვიანების დაზღვევასაც გთავაზობთ. როდესაც მგზავრი ამ სერვისს არ ყიდულობს, რისკი გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g