26 თებერვალს „ოსკარების“ რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ამ თარიღამდე ოთხ თვეზე მეტი რჩება, თუმცა კინოკრიტიკოსების პროგნოზებამდე წინასწარი შეფასებები უკვე კეთდება.
ამ დროისთვის, მთავარ ფავორიტად დემიენ შაზელის ფილმი „ლა ლა ლენდი“ რჩება, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე ფურორი მოახდინა, დაიპყრო ტორონტოს კინოფესტივალის აუდიტორია და დაიმსახურა ჰოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავის, ტომ ჰენკსის პოზიტიური შეფასებაც („როდესაც ნახულობ რაღაც განსაკუთრებით ორიგინალურსა და უჩვეულოს, გსურს მადლობა გადაუხადო ღმერთს, რომ მათ ეს გამოუვიდათ“). ფილმში მთავარ როლებს რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი ასრულებენ.

„ოსკარების“ კიდევ ერთ-ერთი მთავარი ნომინანტი კლინტ ისტვუდის ფილმი „გუძონის სასწაულია“, სადაც მთავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს. პროექტის მოგებამ 180 მილიონი დოლარი შეადგინა.

„ლა ლა ლენდის“ მთავარი კონკურენტია ბარი ჯერკინსის „მთვარის შუქი“ – დრამა რასობრივ და სექსუალურ გამორკვევაზეა.

სულ მალე დიდ ეკრანებზე გამოვა ჯეფ ნიკოლსის „ლავინგი“, რომელიც კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტად დასახელდა. სიუჟეტი 50-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და ის რასათა შორის რომანზე მოგვითხრობს. კრიტიკოსთა აზრით, ის „ოსკარის“ მთავარი ნომინაციის ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატია.
საშობაო დრამებს შორის არის ფილმები „ფარული ფიგურები“ (აფროამერიკელების შესახებ, რომლებიც მთვარეზე ადამიანის გაფრენის პერიოდში „ნასასთვის“ მუშაობდნენ) და „საზღვრები“ – ფილმი დენზელ ვაშინგტონს ეკუთვნის და ყოფილ ბეისბოლისტზე მოგვითხრობს, რომელსაც მენაგვედ უწევს მუშაობა. მთავარ როლს თავად ვაშინგტონი ასრულებს.

„სიჩუმე“ – ეს არის ისტორიული დრამა პორტუგალიელ იეზუიტ მღვდლებზე, მე-17 საუკუნის იაპონიაში. ცოტა ხნის წინ მისი ქრონომეტრაჟი 181-დან 159 წუთამდე შეამცირეს. ფილმის რეჟისორი მარტინ სკორსეზეა.

ბენ აფლეკის „ღამის კანონი“ და „სიჩუმე“ შეზღუდულ კინოგაქირავებაში დეკემბრის ბოლო კვირას, 2017 წელს კი ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ფართო კინოგაქირავებაში გამოვა.
ასევე უახლოსი კინოპრემიერებია: „მანჩესტერი ზღვასთან“, მთავარ როლებში კეისი აფლეკი და მიშელ უილიამსი, „ჯეკი“ – მთავარ როლს ნატალი პორტმანი ასრულებს, „მის სლოუნი“ – ჯესიკა ჩესტეინის, „მოჩვენებითი სილამაზე“ – უილ სმიტის, „ოქრო“ – მეთიუ მაკკონაჰის მონაწილეობით.
