LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზა, რომლის არარსებობის გამოც სოფელი არხოტი მოსახლეობისგან დაიცალა – გაკეთდება

218
c78c87204df17ece602249447ad3d616

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დუშეთის მუნიციპალიტეტში, როშკა-არხოტის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერთან დაკავშირებით  დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე: http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3805

როშკა-არხოტის გზის თავდაპირველ ტენდერზე გამარჯვებულმა კომპანიამ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. ფონდის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კონტრატორმა კომპანიამ მდგომარეობის გამოსწორება ვერ შეძლო და ფონდი იძულებული გახდა, მასთან ხელშეკრულება გაეწყვიტა.

სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, არხოტის უღელტეხილზე გადადის და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე  მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა. პროექტის ფარგლებში კი, უკვე გაიჭრა 6 მეტრი სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა და შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება. მეორე ფაზით გზაზე დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.

გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს.  სტრატეგიული დატვირთვის გარდა, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს გზა ხელს შეუწყობს მხარეში ადგილობრივების დაბრუნებას და ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის ზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები