LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გზა, ტყიბულიდან პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთად გავიარეთ.. ბრწყინვალე გონების პატრონი და უაღრესად ზრდილობიანი ადამიანია“ – ილია სულამანიძის გეოგრაფიის მასწავლებელმა თვითმფრინავით 5 საათი იფრინა, 3 367 კმ დაფარა და საამაყო მოსწავლისთვის მიცემული პირობა შეასრულა

240
ილია სულამანიძე

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტები 4 აგვისტოს, გვიან ღამით საქართველოში დაბრუნდნენ. მათ აეროპორტში უამრავი გახარებული გულშემატკივარი დახვდა.

ვიდეო: ქართველი გულშემატკივრები ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს აეროპორტში დახვდნენ

ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის განმავლობაში, ქართველ ოლიმპიელებს ზოგი სამშობლოდან – ტელეეკრანებთან გულშემატკივრობდა, ზოგმა კი პარიზში გამგზავრება და თამაშებზე დასწრებაც მოახერხა.

როგორც აღმოჩნდა, სპეციალურად, ოლიმპიადაზე გაემგზავრა ტყიბულის 1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი, ლელა ქურციკიძეც, რომელიც ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი ძუდოისტის, ილია სულამანიძის მასწავლებელია, მან ილიას დანაპირები შეუსრულა და მოსწავლის ასპარეზობას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

როგორც საგანმანათლებლო ვებ-გვერდი წერს, პედაგოგმა თვითმფრინავით 5 საათი იფრინა და 3 367 კმ დაფარა, რათა საამაყო მოსწავლისთვის მიცემული პირობა შეესრულებინა.

„პრინციპულად ოლიმპიურ ოქროს ველოდი, მისი შესაძლებლობიდან და შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე. ჰოდა ახლა, ახალი პირობა და „მოთხოვნა” მაქვს – ოლიმპიურ ოქროს შემდეგ ოლიმპიადაზე პირადად „ჩავიბარებ“, ლოს-ანჯელესში.

ილია იყო კარგი მოსწავლე, ბრწყინვალე გონების პატრონი და ძალიან ნიჭიერი. თვითონ ერთ ინტერვიუში თქვა, არც თუ ისე კარგი მოსწავლე ვიყავიო და მე გადავირიე, ეს როგორ თქვა-მეთქი. ბოლო წლებში მეტ დროს უთმობდა სპორტს. უაღრესად ზრდილობიანია, არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი. ეს პირობა ილიას მეათე კლასში მივეცი, რომ პარიზში დარბაზიდან ვუგულშემატკივრებდი, თორემ ყველა შეხვედრას ვნახულობ კომპიუტერში.

გზა ტყიბულიდან პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთად გავიარეთ. მთელი სკოლა და პედაგოგები ერთგულად ვგულშემატკივრობთ ჩვენს საამაყო მოსწავლეს“, – ამბობს ლელა წურციკიძე edu.aris.ge-სთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g