ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში პოლიციის თანამშრომლებმა გზააბნეული შველი იპოვეს. მოგვიანებით, სამართალდამცავები ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს დაუკავშირდნენ და საერთო ძალებით, ცხოველი ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალში გაუშვეს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
https://www.facebook.com/protectedareas.ge/videos/1673597399373524/