LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზების დეპარტამენტი: ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

190
გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების საფრთხის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

“გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,- ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g