LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი პროკურორი ეყოლება

160
1212122111

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი პროკურორი კარიმ ხანი იქნება. ის თანამდებობაზე სასამართლოს 131-მა წევრმა აირჩია და პროკურორი 9 წლის განმავლობაში იქნება. ინფორმაციას Timesofisrael ავრცელებს.

მანამდე აღნიშნულ თანამდებობას, ფატუ ბენსუდა იკავებდა. მის გუნდს 2021 წლის ივნისამდე აღებული საქმეების ჩაბარება მოუწევს, რომელთა შორისაც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიებაა.

პროკურორმა ბენსუდამ ამ გამოძიების დაწყების თხოვნით საერთაშორისო სასამართლოს 2015 წლის ოქტომბერში მიმართა. 2016 წლის 27 იანვარს კი წინასასამართლო პალატამ მას დასტური მისცა, რადგან ჩათვალა, რომ 2008 წლის აგვისტოში და შემდეგ შესაძლოა მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები