ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი დაიწყო. პირველი ორი წყვილი თასის მფლობელმა „ლივერპულმა“ და კერკეტმა „ატლეტიკომ“ და ერთ-ერთმა ფავორიტმა პსჟ-მ და ლაღმა „ბორუსიამ“ შეადგინეს. ორი მატჩი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობიტ მოიგეს და ყველაფერი გასარკვევი დარჩა.
ატლეტიკო – ლივერპული 1:0
საული, 4
ბორუსია – პსჟ 2:1
ჰაალანდი, 69. ნეიმარი, 75. ჰაალანდი, 77
ჰაალანდმა გაიტანა 10 გოლი ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩში. 4 თამაშით ადრე წინა რეკორდთან შედარებით.
ჰაალანდი მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც 10+ გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის სადებიუტო სეზონში.
ჰაალანდი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ორ სხვადასხვა გუნდში გაიტანა.
ჰაალანდი დუბლის შემდეგ: „კიდევ უკეთ თამაში შემიძლია“.
ნეიმარი „ბორუსიასთან“ მატჩამდე 4 თამაშის გამოტოვებაზე: „მე მზად ვიყავი, მაგრამ პსჟ შიშობდა, რომ ტრავმას მივიღებდი. ისევ მე გამიკეთეს ცუდი“.
ტუხელი: „პსჟ შეცდომის შიშით თამაშობდა“.
„ატლეტიკომ“ „ლივერპულის“ 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
„ატლეტიკო“ არ აგებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს 13 მატჩია სიმეონეს ხელში და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.
„ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი (38) აქვს 0-ზე სიმეონეს დანიშნვნის შემდეგ.
მარტო გრიზმანს გაუტანია საულზე მეტი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ატლეტიკოს“ მაისურით.
„ლივერპულმა გაუშვა პირველად ბოლო 5 მატჩში.
სიმეონე: „ანგარიშის შენარჩუნებაზე ვთამაშობდით, კონტრშეტევებზე კი მეტის გატანაც შეგვეძლო“.
კლოპი: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ენფილდზე“, ეს ჯერ დასასრული არ არის“.