LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერის დაბინძურების გამო ინდოელ მძღოლებს სერიოზული შეზღუდვები დაუწესეს

73
india-drivers-news

ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების დონემ ყველა ზღვარს გადააჭარბა. მავნე ნივთიერებათა რაოდენობამ ტოქსიკურობის ყველა რეკორდი მოხსნა. სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა.

პირველ რიგში ცვლილება ავტომობილების გამოყენების გრაფიკს შეეხო. ქალაქის განტვირთვისთვის გადაწყდა, რომ ლუწი სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებმა ლუწ რიცხვებში, ხოლო კენტი ნომრების მქონეებმა კენტ რიცხვებში იმოძრაონ. იქნება თუ არა ეფექტური ეს მიდგომა, ამაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. პროექტი ნოემრბის თვეში სატესტო რეჟიმში იმუშავებს და გამოიღებს თუ არა ის შედეგს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურება დელისთან ერთად ინდოეთის სხვა ქალაქებსაც აწუხებთ და ეკოლოგიურ პირობებს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ეწირება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g