LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერში გაფრქვეული დამბინძურებლების უდიდესი წილი სატრანსპორტო სექტორზე მოდის

63

ჰაერში გაფრქვეული დამბინძურებლების უდიდესი წილი სატრანსპორტო სექტორზე მოდის. როგორც ”ფორტუნას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამ მხრივ ყველზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც ქვეყნის ავტოპარკის დაახლოებით 40%-ია თავმოყრილი.

ჰაერის დაბინძურების საკითხებზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში შეხვდა. შეხვედრაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მისი ზეგავლენის შემცირების საკითხებზე იმსჯელეს. მონაწილეებმა ჰაერის ხარისხის მდგმარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სექტორიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფის ინტენსივობისა და მოცულობის შემცირების გზები განიხილეს.

შეხვედრა გარემოს და ბუნებრივი რესურების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოვიზია“, „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“, ”მწვანე ალტერნატივა”, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ქ. თბილისის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g