LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული“: გარემოს დაცვის სააგენტო

205
თბილისი - დაბინძურებული ჰაერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ატმოსფერულ ჰაერში, 18 იანვრიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, აღნიშნული პროცესის მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით ზუსტდება, რაც გარკვეული დროს საჭიროებს.

„აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.“– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g