43 წლის სუპერმოდელი, ჰაიდი კლუმი პაპარაცებმა კარიბის ზღვის სანაპიროზე დააფიქსირეს. გერმანელი მოდელი ფოტოებზე საკმაოდ ბედნიერად გამოიყურება: ის ბევრს ცურავს და ირუჯება, ხოლო ასაკის მიუხედავად ღია საცურაო კოსტიუმში ჩანს, რომ მისი სხეული არაჩვეულებრივ ფორმაშია.
კარიბის ზღვის სანაპიროს კლუმმა შვილებთან ერთად მიაშურა, თუმცა პაპარაცების ობიექტივში ისინი არ მოხვედრილან.








