ჰაიდი კლუმს 52 წელი შეუსრულდა. მოდელმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და ეს დღე მეუღლესთან, Tokio Hotel-ის, 35 წლის ფრონტმენთან, ტომ კაულიცთან და ახლო მეგობრებთან ერთად გაატარა.
„ინსტაგრამზე“ ვარსკვლავმა ბიკინიში გადაღებული თამამი ფოტოები გაავრცელა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ასაკი, ეს მხოლოდ ციფრებია და ის კვლავ სრულყოფილ ფორმაშია.